ხშირად დასმული კითხვები
მოკლე პასუხები თამაშზე, რეგისტრაციაზე, Domino Coin-ზე, ტექნიკურ საკითხებზე, რეიტინგსა და ტურნირებზე.
აქ შეკრებილია კითხვები, რომლებსაც მოთამაშეები ყველაზე ხშირად სვამენ. თუ პასუხი ვერ იპოვე, მოგვწერე კონტაქტის გვერდიდან.
თამაში
- რომელი თამაშები შეიძლება ვითამაშო?
- ნარდი, დომინო, ჯოკერი, იაპონური ჯოკერი და ბურა — ყველა ქართული წესებით. სეკა მზადდება: მისი წესები უკვე საიტზეა, თამაში კი ჯერ არ იხსნება.
- შეიძლება ბოტთან თამაში?
- დიახ, დომინოში — სამი სირთულით, და ბურაში, სადაც მასპინძელი ცარიელ ადგილებს ბოტებით ავსებს; ეს თამაში უფასოა. ნარდსა და ჯოკერში მოწინააღმდეგე ყოველთვის ცოცხალი ადამიანია, ბოტი მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა მოთამაშეს დრო ამოეწურა ან მაგიდიდან გავიდა.
- როგორ ვეთამაშო მეგობარს?
- შექმენი მაგიდა — ღია ან პაროლით — და მოსაცდელიდან მეგობარს ბმული გაუგზავნე ან QR კოდი დაასკანერებინე. მაგიდა ქოინიანია, ფსონს შექმნისას ირჩევ, სვლის დრო კი 20 წამია.
- რა მოხდება, თუ ინტერნეტი გამეთიშა?
- მატჩი სერვერზე ინახება: დროულად დაბრუნებისას ზუსტად იმ პოზიციიდან აგრძელებ, სადაც გაჩერდი. ნარდსა და ჯოკერში, თუ დრო ამოგეწურა ან გახვედი, შენს ადგილს ბოტი იკავებს.
რეგისტრაცია
- რეგისტრაცია სავალდებულოა?
- შესასვლელად — არა: სტუმრად შეგიძლია სახელით (3–20 სიმბოლო) და თორმეტიდან ერთ-ერთი ავატარით, და ბოტთან დომინოს ან ბურას უფასოდ ითამაშო. მაგიდები ქოინიანია და სტუმარს ქოინი არ აქვს, ამიტომ სხვა მოთამაშეებთან თამაშს, რეიტინგს, ტურნირებს და მეგობრების სიას ანგარიში სჭირდება.
- სტუმრის პროფილი შეინახება?
- სტუმრის პროფილი ბრაუზერზეა მიბმული: მონაცემების წაშლის ან სხვა მოწყობილობიდან შესვლის შემდეგ მას ვეღარ დაუბრუნდები. „შედეგების შენახვა“ იმავე პროფილს ანგარიშად აქცევს — სახელი, მატჩები და სტატისტიკა თან მოგყვება.
- რას მაძლევს ანგარიში?
- ახალ ანგარიშს საწყისი ქოინები ერიცხება, მას შემდეგ კი ყოველდღიური ბონუსი, დღის გამოწვევები, რეიტინგული მატჩები, ტურნირები და მეგობრები ხელმისაწვდომია.
ქოინი
- რა არის Domino Coin?
- Domino Coin თამაშის შიდა ვირტუალური ქოინია, რომლითაც მაგიდის ფსონი და ტურნირის შესატანი იხდება. ის ფული არ არის: ვერ იყიდი, ვერ გაყიდი და ფულზე ვერ გადაცვლი — საიტზე გადახდა საერთოდ არ არსებობს.
- როგორ მივიღო ქოინები?
- რეგისტრაციისას საწყის ქოინებს იღებ, შემდეგ კი — ყოველდღიური ბონუსით, დღის სამი გამოწვევით და მაგიდებზე მოგებით. მეგობრის მოწვევის ჯილდო მაშინ ირიცხება, როცა მოწვეული ცოცხალ მოთამაშეებთან რამდენიმე მატჩს დაასრულებს; ბოტთან და შენთან ნათამაშები მატჩები არ ითვლება.
- როგორ მუშაობს ყოველდღიური ბონუსი?
- ბონუსი მხოლოდ რეგისტრირებულ ანგარიშს ერიცხება: შვიდი დღე ზედიზედ, 50-დან 500 ქოინამდე, დღეები თბილისის დროით ითვლება. ერთი დღე თუ გამოტოვე, რიგი თავიდან იწყება.
- რა ვქნა, თუ ქოინი გამითავდა?
- „გამოიმუშავე ქოინი“ გვერდზე პატარა თამაშით შეგიძლია ქოინი მიიღო — იქ არაფერი გეკარგება. დომინოსა და ბურაში ბოტთან თამაში კი ქოინის გარეშეც უფასოა.
ტექნიკური
- უნდა ჩამოვტვირთო აპლიკაცია?
- არა. საიტი ბრაუზერში მუშაობს — კომპიუტერზე, Android-ზე და iPhone-ზე. თუ გინდა, საიტი ტელეფონის მთავარ ეკრანზე დაამატე და აპლიკაციასავით გაიხსნება.
- საიდან ვიცი, რომ თამაში სამართლიანია?
- კარტს, ქვებს და კამათელს სერვერი ურევს კრიპტოგრაფიული შემთხვევითობით და ყოველ სვლას თავად ამოწმებს. მოწინააღმდეგის ხელი შენს ბრაუზერს არასოდეს ეგზავნება.
შეჯიბრი
- როგორ მუშაობს რეიტინგი?
- რეიტინგულ მატჩში შედეგი რეიტინგს Glicko-2 სისტემით ცვლის. ორივე მოთამაშეს ანგარიში სჭირდება; ბოტთან ან სტუმართან თამაში რეიტინგს არ ცვლის.
- სად ვნახო რეიტინგის ცხრილი?
- რეიტინგის გვერდზე — დღის, კვირის, თვის და საერთო ცხრილებით, მხოლოდ რეიტინგული მატჩებით. მოთამაშე სიაში საწყისი მატჩების დასრულების შემდეგ ჩნდება.
- როგორ ჩავეწერო ტურნირში?
- ტურნირების გვერდზე ჩანს, რომელში შეიძლება ჩაწერა; ამისთვის ანგარიში გჭირდება. ტურნირი გავარდნით თამაშდება, და ვინც დროულად არ დაადასტურებს მონაწილეობას, ადგილს კარგავს. შესატანი და პრიზი, თუ აქვს, მხოლოდ Domino Coin-შია.